საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ლიტჰაიკერი“ - 2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ლიტერატურულ კონკურსს „ლიტჰაიკერი“, რომელიც წიგნის მოყვარულ სტუდენტებს ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობის საშუალებას მისცემს.
 

პროექტში რეგისტრაცია შესაძლებელია 2 მაისის ჩათვლით.

პირველი ტური ჩატარდება 7 მაისს.
 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტებს:
 

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი;
  • თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  • ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • გორის სასწავლო უნივერსიტეტი;
  • დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემია;
  • თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;

 

პროექტში რეგისტრაციისთვის შეავსე ფორმა.

 

პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

 

სტუდენტური პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით. „ლიტჰაიკერს“ წელს უნივერსიტეტი და "სულაკაურის გამომცემლობა" ერთობლივად ახორციელებენ.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

თარიღი: 26/04/2022