საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„არქეოლოგიური ვარძია“  - 2022

 

ვარძიის      ახალგაზრდა   არქეოლოგების   საერთაშორისო   კონფერენციას,   რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ   არის   ორგანიზებული,  თორმეტი წლის ისტორია აქვს. კონფერენციამ უკვე დაუდო დასაბამი არაერთ საერთაშორისო არქეოლოგიურ პროექტს, რომელშიც თსუ-ს სტუდენტი-არქეოლოგები    მონაწილეობენ.    წლიდან    წლამდე    ვარძიის    კონფერენციის ცნობადობა  იზრდება  მსოფლიო  არქეოლოგიურ  სამყაროში,  რისი  დასტურიცაა  ამერიკის, ავსტრალიისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მონაწილეობა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი       და       წარმატებული       პროექტია,       რომელიც       ჩვენი       სტუდენტი- არქეოლოგებისათვის   წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის კარიბჭეს.  გასული წლების    კონფერენციის    მონაწილე    სტუდენტები    უკვე    ახორციელებენ    მნიშვნელოვან არქეოლოგიურ   პროექტებს,   როგორც   საქართველოში,   ისე   მის   ფარგლებს   გარეთ.   ასევე, მიღებული    გამოცდილებით,    მონაწილეობას    ღებულობენ    უცხოურ    კონფერენციებში, ვორქშოპებსა და სიმპოზიუმებში.

 

ვარძიის     კონფერენცია     არის     არქეოლოგიის     სასწავლო-კვლევითი     ინსტიტუტის პრიორიტეტული    პროექტი,    რომელიც        ჩვენი    უნივერსიტეტის   სახესა   და   პრესტიჟს წარმოადგენს.       2022 წელს ( 2-6 ივნისი), ვარძიის XIII  კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთის, პოლონეთის, ავსტრიის, შოტლანდიის, იტალიის, გერმანიის, ინგლისის, მოზამბიკის, აშშ-ს  წარმომადგენლები.

თარიღი: 24/05/2022