საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ შრი-ლანკის დელეგაცია მიიღო

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თურქეთში, საქართველოსა და უკრაინაში ს. ჰასანთჰი ურუგოდავათთე დისსანაიასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

თსუ რექტორმა სტუმრებს უნივერსიტეტის ისტორია, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, პარტნიორ უნივერსიტეტებთან კოლაბორაციის შესაძლებლობები გააცნო. ასევე, ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სთავაზობს, როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს. შეხვედრაზე თსუ-სა და შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

თარიღი: 28/09/2023