საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თსუ-ში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან მე-100 წლისთავს მიეძღვნა, მსოფლიოს და ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრობლემებზე და გამოწვევებზე იმსჯელეს.

 

კონფერენციის მონაწილეებს თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმართა. რექტორმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა დიდი მეცნიერის, ეკონომისტის  გიორგი პაპავას ღვაწლზე, რომელსაც უკავშირდება ქართული ეკონომიკური აზრის  ფორმირება საქართველოში.     

     

კონფერენციის ფარგლებში,  ვრცლად ისაუბრეს ისეთ აქტუალურ  საკითხებზე, როგორიცაა: პანდემიის მსოფლიო და ეროვნულ ეკონომიკაზე გავლენის შედეგები; რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიო და ეროვნულ ეკონომიკაზე; მსოფლიოს  და ეროვნული ეკონომიკის მაკროეკონომიკური და მიკროეკონომიკური პრობლემები;  სავალუტო-ფინანსური პრობლემები; მსოფლიოს  და ეროვნული ეკონომიკის სოციალური, დემოგრაფიულ და ეკოლოგიური პრობლემები.

 

სამეცნიერო კონფერენცია თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა რამაზ აბესაძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, შოთა  რუსთაველის საქართველოს  ეროვნული  სამეცნიერო  ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.

 

ღონისძიება თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონის მხარდაჭერით გაიმართა.

თარიღი: 07/10/2023