საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ციფრული ლაბორატორიის ერთობლივი ვორქშოფი  - „პერსონაჟთა ციფრული ანალიზი“

21-22 მაისს თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა უმასპინძლა სორბონის უნივერსიტეტის პროფესორებისა და ინსტიტუტის ლიტერატურის ციფრული ლაბორატორიის ერთობლივ ვორქშოფს, სახელწოდებით  - „პერსონაჟთა ციფრული ანალიზი“.

 

ვორქშოფი ჩატარდა AUF-ის მხარდაჭერითა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს დაფინანსებით. საპატიო სტუმრებს მიესალმა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი - პროფესორი ირმა რატიანი, ლიტერატურის ციფრული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა - დოქტორმა ირაკლი ხვედელიძემ კი გააცნო ლაბორატორიის საქმიანობა. სორბონის უნივერსიტეტის პროფესორებმა  - ფრანსუაზა ლავოკატიმ და იოანა გალერონიმ, ასევე -  დოქტორანტმა აურელიენ მეიგნანტმა ჩაატარეს დარგობრივი სემინარები.

 

თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტსა და სორბონის უნივერსიტეტს შორის იგეგმება სამომავლო თანამშრომლობა.

თარიღი: 27/05/2024