ჩაერთე DATA CHALLENGE-ში და მოიგე 50 000-ლარიანი საპრიზო ფონდიდან თუ გაინტერესებს მონაცემთა მეცნიერება, ინოვაციური მიდგომები და ახალი ტექნოლოგიები.
რა არის Data Challenge? საქართველოს ბანკი საქართველოში პირველად იწყებს Data Challenge-ების სერიას, სადაც თითოეული შეჯიბრის ფარგლებში, შეგიძლია ჩაერთო მარტო ან გუნდთან ერთად, ამოხსნა დავალება და გამარჯვების შემთხვევაში მოიგო თანხა 50 000-ლარიანი საპრიზო ფონდიდან. არ გამოტოვო Data Challenge-ის Live ღონისძიება Facebook-ზე, 12 აპრილს, 19:00-ზე. შეხვედრაზე სპიკერებისგან მოისმენ მეტ ინფორმაციას მონაცემთა მეცნიერებაში არსებულ გამოწვევებზე, გაიგებ პირველი დავალების, სამუშაო პლატფორმისა და რეგისტრაციის დეტალების შესახებ.