თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ბოლონიის უნივერსიტეტის რექტორთან ჯოვანი მოლარისთან და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ უნივერსიტეტს შორის არსებულ ურთიერთობებსა და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ისტორიის, არქეოლოგიის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების განვითარებაზე, ერთობლივი კვლევებისა და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაზე. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროექტების შესახებ, ორმაგი დიპლომების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებსა და სადოქტორო პროგრამების განვითარებაზე.
ჯოვანი მოლარიმ ხაზი გაუსვა, რომ ბოლონიის უნივერსიტეტი მზადა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის: „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და უკვე დავაფინანსეთ არაერთი მობილობის პროექტი ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში. აკადემიურ დონეზე სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და გვსურს, განსაკუთრებით ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მიმართულებებით ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ თსუ-სთან,“ – აღნიშნა ჯოვანი მოლარიმ.
შეხვედარას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა ესწებოდნენ. ბოლონიის უნივერსიტეტი ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც 100,000-მდე სტუდენტი და 7,000 თანამშრომელი ჰყავს. უნივერსიტეტი 260 საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.