საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქიმიის ფესტივალი თსუ-ში

ამერიკელ ქიმიკოსთა საზოგადოების ქართულმა სტუდენტურმა წარმომადგენლობამ (ACS GSC) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოსთან თანამშრომლობით ქიმიის ფესტივალი გამართა.

 

ღონისძიების ფარგლებში, პროფესორმა გიორგი ჯიბუტმა წაიკითხა საჯარო ლექცია ატმოსფეროზე, ასევე, გაიმართა პრეზენტაციები ACS GSC-ის ისტორიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ინგლისურენოვანი პროგრამის შესახებ. ფესტივალში მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ქვეყნის წამყვანი სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური და უახლესი ინსტრუმენტებით; გაემეორებინათ ACS GSC-ის მიერ ჩატარებული მრავალფეროვანი ექსპერიმენტები და შესაბამისად, მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილებაც. ფესტივალის დასკვნით ნაწილში გუნდებს შორის გაიმართა შეჯიბრი ქიმიის სხვადასხვა მიმართულებით. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქიმიისა და მეცნიერების პოპულარიზაციას საქართველოში. 

თარიღი: 07/11/2022