ფილოსოფიის დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ბიბლიოთეკისა და გამომცემლობა „მემორიას“ ინიციატივით, ორი წიგნის წარდგენა გაიმართა. კერძოდ: გამომცემლობა „მემორიას“ წიგნის - „თომა აქვინელი - მთავართა მმართველობის შესახებ“ და „საქწიგნში“ დაბეჭდილი წიგნის, თსუ-ს პროფესორის, არსენ გვენეტაძის „სიცოცხლის ხელოვნება“.
თსუ-ს პირველი კორპუსის მეორე სართულზე, გაიმართა ფილოსოფიის მიმართულების წიგნების გამოფენა-გაყიდვა.