ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით საგანმანათლებლო სფეროს ბიბლიოთეკარებისა და დაინტერესებული პირებისთვის ტარდება ტრენინგი თემაზე “ბიბლიოთეკების არქიტექტურა“.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/NWPyHZXRC78dS1T76
ტრენინგი ჩატარდება
16 დეკემბერს,15:00 საათზე
ხანგრძლივობა 3 საათი
ტრენერი
არქიტექტორი ზაზა იაშვილი
ტრენინგის თემატიკა:
- საბიბლიოთეკო სივრცეების დაგეგმარების თანამედროვე პრინციპები;
- რესტავრაცია - ადაპტაციის მეთოდოლოგიის განსაზღვრა ისტორიული შენობების დაგეგმარებისას;
- საბიბლიოთეკო გარემო და მისი გავლენა ვიზიტორზე;
- საცავების დაგეგმარების თანამედროვე პრინციპები;
ტრენინგი გაიმართება online ფორმატით, zoom- ის პლატფორმის საშუალებით.