ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციით, თსუ-ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე გრძელდება ტრენინგების ციკლი უნივერსიტეტში აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად. ტრენინგების მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია და დაეხმაროს შესაბამისი უნარების გამომუშავებაში შემდეგი მიმართულებით.
ტრენინგის თემატიკა:
ელექტრონული-სამეცნიერო ბიბლიოთეკები და სამეცნიერო ლიტერატურის მოძიების ტექნიკა და ფორმები;
პედაგოგი: ანა ტივაძე, მარიკა ჟორჟოლიანი
ციტირების სტილები (APA, CHICAGO)
პედაგოგი: ცისია პაპიაშვილი
პროგრამა Mendeley - თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამოყენება
პედაგოგი: ნატალი გიორგობიანი
რა არის პლაგიატი? როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს?
Turnitin-ის გამოყენება;
პედაგოგი: თეა პაპიაშვილი, ირინა კომახიძე
ტრენინგი ჩატარდება 2022 წლის 28 და 29 მაისს 11 საათიდან 15 საათამდე.
შეხვედრა ჩატარდება პროგრამა Zoom-ის საშუალებით რომელის რეკივიზიტებიც რეგისტრაციის შემდგომ გამოგეგზავნებათ პირად შეტყობინებაში.
ტრენინგზე რეგისტრაციისათვის მიყევით ბმულს.