28 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა მართავს სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციას - „100 წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციიდან“.
კონფერენციის სამუშაო თემებია:
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ისტორია ( 1918-1921 წწ.);
რუსეთის რევოლუციის ისტორია 1917-1921 წლებში;
კავკასიის ქვეყნების ისტორია 1918-1921 წლებში;
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ საკონფერენციო მოხსენების თეზისები არაუგვიანეს 15 მაისისა.
საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადა: 25 მაისი.
მონაწილეობის მსურველებმა თეზისები, დასრულებული ნაშრომები და შეკითხვები გამოგზავნეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე: Giorgi.Javakhishvili@tsu.ge
ნაშრომის გაფორმების წესი:
ფონტი - sylfaen
შრიფტი - 11
დაშორება - 1.5
ნაშრომის მოცულობა - მინ. 1800, მაქს. 2500 სიტყვა;