2022 წლის 17-18 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ატარებს ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას „კულტურა, იდენტობა, პოლიტიკა”.
კონფერენციას აქვს ინტერდისციპლინური ხასიათი, მასში მონაწილეობა შეუძლიათ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებების სამივე საფეხურის სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების სათაური და აბსტრაქტი 250 სიტყვის ოდენობით უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე icstbilisi@gmail.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 მაისი.
შერჩეულ მონაწილეებს გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ 2022 წლის 25 მაისამდე.
საკონტაქტო პირი: ირაკლი ჩხაიძე
ტელ: 599 622302
ელ-ფოსტა: irakli.chkhaidze@tsu.ge