თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსი “ლიტჰაიკერი 2023“, ფინალური ტური გაიმართა.
ფინალური ტურის წიგნი აკა მორჩილაძის „მესაიდუმლის ქამარი“ იყო.
მონაწილეებმა ორი ტესტი დაწერეს. ერთი ფინალური წიგნის მიხედვით შედგენილი, ხოლო მეორე მოიცავდა კითხვებს, როგორც განვლილი იმ შვიდი წიგნიდან რომლებიც კონკურსისთვის შეირჩა, ასევე - ფინალური წიგნიდან.
კონკურსის შედეგად სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც სულაკაურის გამომცემლობა Sulakauri Publishing-ის მიერ დაწესებულ პრიზებს მიიღებენ:
I ადგილი - 500 ლარი + 500-ლარიანი ვაუჩერი;
II ადგილი - 300-ლარიანი ვაუჩერი;
III ადგილი - 150-ლარიანი ვაუჩერი.
სტუდენტები 2 თვის განმავლობაში თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებას გაეცნენ.
პროექტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და „სულაკაურის გამომცემლობა“ ერთობლივად ახორციელებენ.