საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური კლუბი „ილია”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური კლუბი „ილია” დაარსდა, რომელიც აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართულობის შესაძლებლობას მისცემს თსუ-ს სტუდენტებს.

სტუდენტური ინიციატივის მიზანია თსუ-ს ბაზაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების ორგანიზება. მასში გაწევრიანება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის სტუდენტებს შეეძლებათ.

კლუბის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდება ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, როგორიცაა საჯარო ლექციები, სტუდენტური ექსპედიციები, სტუდენტური და საერთაშორისო კონფერენციები , ვორქშოფები და სადისკუსიო ფორმატის შეხვედრები, საზაფხულო და ზამთრის თემატური სკოლები.

თარიღი: 21/10/2023