საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები - 2021

2021 წლის 12 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. უნივერსიტეტის სტუდენტები პირდაპირი წესით 140 დელეგატს აირჩევენ.

 

არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია თსუ-ის ყველა საფეხურის სტუდენტს.

 

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის 12 ოქტომბრის არჩევნებისათვის პასიური საარჩვენო უფლებით სარგებლობისათვის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაცია იწყება 2021 წლის 22 სექტემბერს და დასრულება 2021 წლის 28 სექტემბერს.

 

საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მსურველმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ცესკოს უნდა წარუდგინოს:

1.პირადობის დამადასტურებელი საბუთი

2.ცნობა, რომ ის სწავლობს იმ ფაკულტეტზე, რომელზეც იყრის კენჭს

3. ცესკოს მიერ დამტკიცებული სარეგისტრაციო ბლანკი (ამომრჩეველთა აღრიცხვის ფორმა)

 

საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მსურველმა ორგანიზაციამ ცესკოს უნდა წარუდგინოს:

1. ცესკოს მიერ დამტკიცებული სარეგისტრაციო ბლანკი (ამომრჩეველთა აღრიცხვის ფორმა)

2. ამონაწერი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და წესდების ასლი. ხოლო სტუდენტურ ორგანიზაციათა კოალიციის შემთხვევაში – კოალიციაში შემავალ თითოეული სტუდენტური ორგანიზაციის ამონაწერი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და წესდების ასლი;

 

შეგახსენებთ, რომ სტუდენტურ ორგანიზაციას (სტუდენტურ ორგანიზაციათა კოალიციას), რომელსაც არჩევნების საფუძველზე შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში ჰყავს მოქმედი დელეგატი, არ სჭირდება მხარდამჭერთა სიების შეგროვება.

მისამართი: თსუ-ის I კორპუსი, ოთახი N202

Mail: cesko@tsu.ge

 

 

თსუ-ის ცესკო მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს

 

2021 წლის 14 სექტემბერს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების მიზნით შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისია შეიკრიბა. სხდომაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩიეს. (იხილეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების მიზნით შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N1)

 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების მიზნით შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის N2 სხდომის დღის წესრიგი.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების მიზნით შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N2

 

საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N1 სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის 2021 წლის 12 ოქტომბრის არჩევნებისათვის შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N2 სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის 2021 წლის 12 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ

 

საარჩევნო კომისიის აპარატი

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების მიზნით შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N3

 

ამომრჩეველთა აღრიცხვის ფორმა

 

ამომრჩეველთა სავალდებულო რაოდენობის დადგენა

 

 

 


 

 

თარიღი: 14/09/2021