საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები შედგა (არჩევნების პირველადი მონაცემები). 
 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვალერი არღუთაშვილის ინფორმაციით, არჩევნების პროცესი მშვიდ გარემოში მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, ცესკოში არცერთი საჩივარი არ შემოსულა. კენჭისყრაში დებულებით გათვალისწინებულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები შედგა:  „დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა მიმდინარეობდა საარჩევნო რეგულაციების დაცვით, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა არსებითი ხასიათის ხარვეზი, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.“
 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და ასევე, დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის - ტურიზმის სკოლისა და მედიცინის ფაკულტეტების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა 160 რეგისტრირებული დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტისგან 120 დელეგატი აირჩიეს.
 

თვითმმართველობის არჩევნები უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში 8:00 საათზე დაიწყო. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს  აკვირდებოდა 3 არასამთავრობო ორგანიზაცია: „საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“, „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“, „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“, ასევე, 2 კანდიდატის წარმომადგენელი. 

 

არჩევნების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

დანართი 1

დანართი 2

დანართი 3

 

გთხოვთ, იხილოთ განაცხადის ფორმები:

დანართი 1

დანართი 2

დანართი 3

 

 

 

 

 

 

 

 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის 2023 წლის 7 ივნისის არჩევნებისათვის შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის
დღის წესრიგის პროექტი

 

საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N2

საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N3

საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N4

საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N5

საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N6

საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N7

 

საარჩევნო კომისიის რეგლამენტი

 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის 2023 წლის 7 ივნისის არჩევნებისათვის შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისის განკარგულება N2

    

სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის 2023 წლის 7ივნისის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი

 

ამომრჩეველთა სია:

 

თარიღი: 07/06/2023