ძვირფასო სტუდენტებო, გაცნობებთ, რომ გასულ კვირას გაცდენილი სასემინარო/პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური სამუშაოები აღდგება სასწავლო სემესტრის დასრულებამდე.
რაც შეეხება შუალედურ გამოცდებს, სტუდენტთა ნაწილს გადატანილი გამოცდების თაობაზე ინფორმაცია უკვე აესახა სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (uni.tsu.ge) პირად გვერდზე, ხოლო მათ ვინც გამოცდის გადატანის თაობაზე განცხადებით მიმართა დეკანს, გამოცდის კონკრეტული თარიღი აესახება არაუგვიანეს 22 მაისისა."