ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეულის ფარგლებში თსუ-ში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა წარადგინეს თავიანთი სამეცნიერო კვლევები სხვადასხვა საინტერესო ნაშრომები ისტორიის, ფილოსოფიის. ფილოლოგიის, სამართლის, განათლების პოლიტიკის, ეკონომიკის, მედიცინის, ბიოლოგიის, კულტურის კვლევების და სხვა მიმართულებით.
დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევართა წახალისებას, აკადემიური დისკუსიის გაღრმავებას და ივანე ჯავახიშვილის მდიდარი მემკვიდრეობის კიდევ ერთხელ წარმოჩენას.