ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტთა მეხუთე საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელზეც თსუ სტუდენტებმა წარმოადგინეს თეზისები სხვადასხვა მიმართულებით: საქართველოს ისტორია, დიპლომატიის ისტორია; მსოფლიო ისტორია, ამერიკისმცოდნეობა; ქართველური ენათმეცნიერება, ქართული ლიტერატურა; ფოლკლორი; დასავლეთევროპული ფილოლოგია; ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, არქეოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა, ფილოსოფია.
კონფერენციის გახსნას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი ესწრებოდა.