საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა და მოსწავლეთა XII სამეცნიერო სიმპოზიუმი  

2 ივლისს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ბიოლოგიისა და მედიცინის აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი სტუდენტთა და მოსწავლეთა XII სამეცნიერო სიმპოზიუმი  „დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე ტექნოლოგიები: დადებითი მხარეები  და პოტენციური  უარყოფითი რისკები” გაიმართა. მასში მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებმა, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა მიიღეს. მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა თემატიკაზე მომზადებული პრეზენტაციები. ღონისძიების დასასრულს მათ სერტიფიკატებიც გადაეცათ. 

თარიღი: 02/07/2023