25 მარტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რობინ დანიგანის ინიციატივით საელჩოში შედგა შეხვედრა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამების სტუდენტებთან. სტუდენტებს ელჩისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ. შეხვედრამ უშუალო, გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. ელჩი დანიგანი ამერიკისმცოდნეობის 25-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის გახსნაშიც მიიღებს მონაწილეობას. თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, როგორც საქართველოში ამ სფეროში მოწინავე სასწავლო და სამეცნიერო ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავს.