საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა თავმჯდომარედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე აირჩიეს.
კონფერენციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ - თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ დავით გურგენიძეს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ასოცირებულ წევრად ევროპის უნივერსიტეტი აირჩიეს.