საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ბანკის სტიპენდია თსუ სტუდენტებისთვის

ცხადდება განაცხადებების მიღება სს საქართველოს ბანკის მიერ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით, კანდიდატთა შესარჩევად, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მათი სწავლის სემესტრული საფასურის დაფინანსების მიზნით.

 

კანდიდატები შეირჩევიან დამფინანსებლის მიერ გამოყოფილი თანხის ოდენობის - 12500 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ფარგლებში, აღნიშნული თანხის სრულ ამოწურვამდე. იმ შემთხვევაში, თუ მითითებული თანხა სრულად არ ფარავს დაფინანსებულთა სარეიტინგო სიაში უკანასკნელ ადგილას მყოფი კანდიდატის სწავლის სემესტრული საფასურის სრულ ოდენობას, კანდიდატი დაფინანსდება ნაწილობრივ.

 

საქართველოს ბანკის მიერ სწავლის საფასურის დაფინანსების მოპოვების  მიზნით განაცხადის წარდგენა შეუძლია უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის II-VIII სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, რომლის საშუალო აკადემიური მოსწრების მაჩვენებლი (GPA) აღემატება 3.0-ს და რომლის მიერ დაგროვილი კრედიტების ოდენობა თითოეულ განვლილ სემესტრში არანაკლებ 25-ია.

 

 კანდიდატთა შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად. პირველ ეტაპი - განაცხადის (დოკუმენტაციის) გადარჩევა (თუ რამდენად აკმაყოფილებს კანდიდატი ამავე ბრძანებით დადგენილ კრიტერიუმებს), ხოლო მე-2 ეტაპი - გასაუბრება.

 

 კონკურსის პირველ ეტაპზე შეირჩევა არაუმეტეს 20 სტუდენტი. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატების რაოდენობა აღემატება 20-ს, მათ შორის უპირატესობა მიენიჭება წინა (2022-2023 სასწავლი წლის გაზაფხულის) სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრების (GPA) მქონე სტუდენტს. თუ აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი თანაბარია უპირატესობა მიენიჭება წინა (2022-2023 სასწავლი წლის გაზაფხულის) სემესტრში მაღალი საშუალო ქულის მქონე სტუდენტს.

 

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატთა შორის წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტის არანაკლებ 3 სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტი.

 

 კონკურსის მე-2 (დასკვნით) ეტაპზე დასაფინანსებელი სტუდენტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.  გასაუბრების კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედის სს საქართველოს ბანკის წარმომადგენელი მოწვეული წევრის სტატუსით.

 

 კანდიდატმა სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განაცხადი უნდა წარადგინოს 9 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით, სადაც გაცხადებული უნდა იყოს კანდიდატის თანხმობა მისი მონაცემების მე-3 პირისთვის (სს საქართველოს ბანკი) გადაცემასთან დაკავშირებით (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (I კორპუსი, ოთახი N114).

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კანდიდატთა შერჩევის წესი.

თარიღი: 06/10/2023