საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სასტიპენდიო პროგრამები ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდის მიერ ცხადდება კონკურსი ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლის სასტიპენდიო პროგრამებზე.

აღნიშნული პროგრამები განკუთვნილია სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამაგისტრო პროგრამები და ინტეგრირებული კვლევები განსაზღვრულია სწავლის ხანგრძლივობის 2 წლამდე ვადით. სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ფარგლებში (ხანგრძლივობა 1 ან 2 სემესტრი) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ოდენობით, ხოლო დოქტორანტები 840 ევროს. ასევე, მიიღებენ გრანტს რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ლიეტუვური ენის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა (ხანგრძლივობა 1 ან 2 სემესტრი) სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 630 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

თარიღი: 14/03/2022