საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სანდრინ ლაკომბის საჯარო ლექცია: "კიბოს მკურნალობა რადიოთერაპიის ინოვაციური მეთოდებით"

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარიზ-საკლეს უნივერსიტეტისა და CNRS-ის ორსეს მოლეკულური კვლევების ინსტიტუტის პროფესორის სანდრინ ლაკომბის საჯარო ლექცია: "კიბოს მკურნალობა რადიოთერაპიის ინოვაციური მეთოდებით" გაიმართა. 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ კიბო მეორე ადგილზეა სიკვდილის მიზეზი გლობალურად, 2018 წელს დაახლოებით 9.6 მილიონი ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია,  მკურნალობა ძირითადად  მოიცავს ქირურგიას და ქიმიოთერაპიას. რადიოთერაპია კი, რომელიც შედარებით ახალი მეთოდია,  კიბოს მკურნალობის 50%-ში გამოიყენება.

 მკურნალობის ახალი სტრატეგია, ეფუძნება რადიაციის ნანომედიცინასთან გაერთიანებას და ამ  ახალმა  გამოსავალმა შესაძლოა რევოლუცია მოახდინოს კიბოს მკურნალობაში.

თარიღი: 15/05/2024