თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის — „კოვიდ პანდემია და საქართველო: ახალი რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა“ (FR-21-14562) — ფარგლებში სამეცნიერო სემინარი: „კოვიდ პანდემია და საქართველო: ახალი რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა - პროექტის შეჯამება" გაიმართა.
სემინარზე მკვლევართა ჯგუფის წევრებმა თეა ქამუშაძემ და თამარ ანთაძემ დამსწრეთ, სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინეს. თეა ქამუშაძის მოხსენება იყო: „კოვიდ პანდემიის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგები: პრაქტიკული და თეორიული შეჯამება“. ხოლო თამარ ანთაძემ "პანდემიური და პოსტპანდემიური რეალობა საქართველოში: პროექტის ფარგლებში კვლევის შედეგები" შეაჯამა.
მოხსენების თემაზე გაიმართა დისკუსია.