7 მაისს კლინიკა „კარდიო“ და კლინიკა „სისტოლა“ 10:00-დან - 17:00-საათამდე ატარებენ საქველმოქმედო აქციას თსუ-ს თანამშრომლებისთვის.
უფასო გასინჯვებს ჩაატარებენ: კარდიოლოგები, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, გასტროენტეროლოგი.
ექიმის მიმართვითა და დანიშნულებით გათვალისწინებულია ელექტროკარდიოგრამისა და ექოკარდიოგრამის უფასოდ გადაღება, ასევე, სისხლში შაქრისა და საერთო ქოლესტერინის დონის უფასოდ გასინჯვა.
პაციენტების ჩაწერა მოხდება წინასწარ მითითებულ ნომერზე: (+995)551876655 (ნინო). რაოდენობა შეზღუდულია.
პრიორიტეტი მიენიჭება ასაკოვან ან/და სამედიცინო ისტორიის მქონე პირებს. დასაშვებია ოჯახის წევრების ჩაწერაც.
მის: ჟ. შარტავას 31/33 (კარფურის თავზე, III სართული - F1 ღილაკით).