25-27 ივნისს თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონაწილეობით აწყობს საერთაშორისო კონფერენციას "კავკასიის კარი - საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე".
კონფერენცია "2019 წლის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში" გამარჯვებული პროექტია და იმართება შოთა რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით (თანადამფინანსებელი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა და დანართი.