საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია  თანამედროვე საზღვაო სამართლის საკითხებზე თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სპეციალური მოწვევით საერთაშორისო საზღვაო სამართლის აკადემიის დირექტორი პროფესორი ნორმან მარტინეს გუტიერესი ეწვია, რომელმაც მონაწილეობა ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო.

 

კონფერენცია, რომელიც ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის დამაარსებელს, აკადემიკოსის ლევან ალექსიძის ხსოვნას მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტისა (IMO, IMLI) და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ჩართულობით გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო გვენეტაძე მიესალმა.

 

საერთაშორისო კონფერენციაზე მეცნიერებმა და დარგის ექსპერტებმა თანამედროვე საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებისა და ეროვნული ნორმების  ურთიერთმიმართების საკითხებზე იმსჯელეს.

 

ღონისძიების ფარგლებში, სპეციალური მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საზღვაო სამართლის აკადემიის დირექტორმა, პროფესორმა დოქტორი ნორმან ა. მარტინეს გუტიერესმა.

 

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, თამარ ზარანდიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა  მურთაზ დევაძემ მიმართეს.

 

კონფერენცია ორი პლენარული სესიის ფორმატში გაიმართა, რომელსაც პროფესორი ირინე ქურდაძე და პროფესორი კონსტანტინე კორკელია ხელმძღვანელობდნენ.

თარიღი: 26/09/2023