საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ჰელმუთ ფრისის ლექცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა მიუნხენის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორმა, ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჰელმუთ ფრისმა. 
 

პროფესორი ჰელმუთ ფრისი მსოფლიო მასშტაბით ტოპ-ათეულში შემავალი დარგის სპეციალისტი და გერმანიის ყველაზე მოთხოვნადი ონკოქირურგია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საჯარო ლექციაზე მან ონკოლოგიის თანამედროვე სიახლეებზე ისაუბრა. ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის  სამედიცინო მიმართულების აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და  ექიმები ესწრებოდნენ. 
 

ჰელმუთ ფრისი საქართველოში გერმანული ჰოსპიტალის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგი გერმანულ ჰოსპიტალში  კონსულტაციას გაუწევს ონკოლოგიურ პაციენტებს.

თარიღი: 20/04/2023