საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ტონ ლიეფაარდის საჯარო ლექცია „ბავშვის უფლებები განათლებაში“

გაეროს ბავშვთა ფონდისა ინიციატივის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მოწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია ლეიდენის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი ტონ ლიეფაარდი, რომელმაც  ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ბავშვის უფლებები განათლებაში.“ პროფესორი ლიეფაარდი ლეიდენის უნივერსიტეტის ბავშვის სამართლისა და ჯანმრთელობის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელია და აქვს მრავალწლიანი საექსპორტო გამოცდილება ამ სფეროში.

 

დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ თსუ-ს ვიცე რექტორი სამართლის დოქტორი ნინო გვენეტაძე, ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი იესპერ მოლერი  და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ირინე ქურდაძე. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ბავშვის უფლებების სწავლების მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ  ბავშვთა უფლებების ადვოკატირება უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მოიცავდეს საზოგადოების ფართო ფენების ცნობიერების ამაღლებას. თავის მხრივ, ასეთი მაღალკვალიფიციური ექსპერტის მიერ  გამოცდილების გაზიარება, ხელს შეუწყობს თსუ-ში ბავშვის უფლებების  სწავლების გაღრმავებას.

 

პროფესორმა  ლიეფაარდმა მიმოიხილა ევროპის აკადემიურ სივრცეში ბავშვის უფლებებათა სწავლების ისტორია, ბავშვის უფლებებზე განათლების სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობის ასპექტები. სტუმარმა ასევე ისაუბრა  ბავშვის უფლებების სფეროში ლეიდენის უნივერსიტეტსა და სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის შესაძლებლობებზე. შეხვედრა კითხვა- პასუხის ფორმატში დასრულდა.  

თარიღი: 05/03/2025