თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი რუსუდან სანაძე, ევროსაბჭოს უმაღლესი განათლების ქვეჯგუფის წევრი გახდა.
ევროსაბჭოს ქვე-ჯგუფი უმაღლეს განათლებაში, ევროსაბჭოს განათლების მიმართულების მმართველ კომიტეტსა და ბიუროს რეკომენდაციებს უწევს უმაღლესი განათლების საკითხებში. მიმდინარე წლის თებერვალში ჯგუფის წევრებმა სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს უმაღლესი განათლების პროგრამა, რომელიც 2024-2027 წლებში უნდა განხორციელდეს. პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა: უსდ დემოკრატიული მისია, კვალიფიკაციის აღიარება, იძულებით გადაადგილებულთა კვალიფიკაციის აღიარება, ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში, ეთიკის კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის საკითხები უმაღლეს განათლებაში.