საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორი ნანა გელაშვილი იაპონისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯიდლოვდა

იაპონიის ელჩმა საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკიმ, ელჩის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე, პროფესორ ნანა გელაშვილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელს, 2025 ფისკალური წლის საგარეო საქმეთა მინისტრის საპატიო სიგელი გადასცა.

 

პროფესორი გელაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელის რანგში, უკვე დიდი ხანია ხელს უწყობს იაპონური კულტურისა და იაპონისტიკის პოპულარიზაციას უნივერსიტეტში. მისი ერთ-ერთი განსაკუთრებული მიღწევა არის იაპონისტიკის საბაკალავრო პროგრამის დაარსება 2023 წელს.

 

ასევე ნანა გელაშვილის სახელს უკავშირდება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაერთი საერთაშორისო კონფერენცია, იაპონური კულტურის, ისტორიისა და პოლიტიკის წარმოსაჩენად, რითაც მან დიდი წვლილი შეიტანა იაპონია-საქართველოს ურთიერთგაგებისა და მეგობრული კავშირების გაღრმავებაში. 

 

პროფესორი ნანა გელაშვილი დაჯილდოვდა მისი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოში იაპონისტიკის განვითარებისა და პოპულარიზაციისკენ. საგარეო საქმეთა მინისტრის საპატიო სიგელი გადაეცემა იმ პირებსა და ჯგუფებს, რომლებიც გამოირჩევიან საერთაშორისო სფეროში განსაკუთრებული მიღწევებით, მათი იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის, ასევე სხვადასხვა სფეროებს შორის მეგობრობის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად.

 

 

თარიღი: 29/09/2025