რა როლი აქვს ტექნოლოგიებსა და მონაცემებს 21-ე საუკუნეში ომების მიმდინარეობისას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, DataFest Tbilisi სპეციალური, ციფრული გამოშვებით ბრუნდება.
მონაცემები და ტექნოლოგიები ომის დროს
DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალია. 2017 წლიდან დღემდე, ფესტივალმა უმასპინძლა 4000-ზე მეტ მონაწილეს 80 სხვადასხვა ქვეყნიდან, 220 პრაქტიკულ ვორქშოფს, 70 ინსპირაციულ გამოსვლასა და 180 სპიკერს ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა Google, Meta, Amazon.
წელს, ღონისძიება 5-7 მაისს გაიმართება. ფესტივალის პირველი ორი დღე ინსპირაციულ გამოსვლებს, დისკუსიებსა და სიღრმისეულ ვორქშოფებს უმასპინძლებს. მესამე დღე დატატონებს (მონაცემებზე დაფუძნებული ჰაკათონი) მიეძღვნება, სადაც მონაწილეები სხვადასხვა გამოწვევაზე იმუშავებენ.
ღონისძიების სამუშაო ენა ინგლისურია. დასწრება უფასოა. მონაწილეთა სურვილისამებრ, შეგროვდება შემოწირულობები, რაც სრულად გადაირიცხება უკრაინის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან.
უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიოში უპრეცენდენტოა ახალი ტექნოლოგიური საფრთხეებითა და შესაძლებლობებით. საბრძოლო მონაცემების ანალიზი, კიბერ თავდასხმები, ვიზუალური ამომცნობი სისტემები, ომის დანაშაულების დოკუმენტირება, საპატრულო დრონები, ღია მონაცემებით ომის გაშუქება - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლებშიც საზოგადოების ახალი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვის საჭიროება დადგა. ამ მიზნით, DataFest Online 2022-ის აქტივობები სამ მიმართულებას მოიცავს:
· ომის გაშუქება ღია მონაცემებით
· კიბერუსაფრთხოება
· ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები ომში
DataFest-ის მესამე დღეს ყველა დამსწრეს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს AskGov.ge-ის ჰაკათონში და წილი მიიღოს საპრიზო ფონდიდან.
ჰაკათონი კონკურსის ერთ-ერთი ფორმატია, სადაც მონაწილეებს წინასწარ ეძლევათ ის თემები და მონაცემები, რომლის ვიზუალიზაციაც ლიმიტირებულ დროში უნდა მოახდინონ.
წლევანდელი ჰაკათონის თემებია:
- ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები თავდაცვასა და ომში
- ომის გაშუქება ღია მონაცემებით
- კიბერუსაფრთხოება
- ოკუპაცია
- თავდაცვა - რუსეთზე ეკონომიკური, ენერგო ან/და პოლიტიკური დამოკიდებულება - რუსული ბიზნესი საქართველოში
AskGov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსები უკვე რამდენიმე თვეა იმართება. თუ გაინტერესებთ წინა კონკურსანტებმა როგორი ნამუშევრები შექმნეს, ამ ფოლდერს ესტუმრეთ.
ჰაკათონის წესების და ფორმატის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამ დოკუმენტში შეგიძლიათ გაეცნოთ.
დაინტერესდი? ღონისძიების აჯენდას და სპიკერების ვინაობას და მალე გამოვაცხადებთ.
მანამდე კი, დაიკავე ადგილი და დარეგისტრირდი უფასოდ.