საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიხეილ ჭიაურელის დოკუმენტური ფილმის „ჯემალ აჯიაშვილი - ვარსკვლავთა ჩრდილში, მაღალთა თანა“-ს ჩვენება

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ქართველ-ებრაელთა კულტურის ცენტრის ორგანიზებით,  სახელმწიფო პრემიის ლაურიატის კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის დოკუმენტური ფილმის: „ჯემალ აჯიაშვილი - ვარსკვლავთა ჩრდილში, მაღალთა თანა“-ს ჩვენება გაიმართა.

 

გამოჩენილი ქართველი ებრაელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ჯემალ აჯიაშვილი  კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უცხო ენების ინსტიტუტში. 1988 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-უცხოური ლიტერატურული ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომელი. 1993 წელს არჩეულ იქნა სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრის გამგედ, 1997 წლიდან კი არის ებრაული სახალხო უნივერსიტეტის რექტორი.


ჯემალ აჯიაშვილის  თარგმნილია  მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები: ბიბლიური ფსალმუნები, ანდალუსიელი ებრაელი პოეტების ლექსები, ძველბერძნული და სპარსული პოეზიის ნიმუშები, შექსპირის, ჩიკამაცუს, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამატული პოემები, დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს, რილკეს სონეტები, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბორის პასტერნაკის და სხვათა ლექსები. გახლავთ მრავალი პოემებისა და პიესის ავტორი.
 

თარიღი: 13/06/2023