საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიღება მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე

ცხადდება მიღება მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე. ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა, წარდგენისა და მისაღები გამოცდის ვადები. 

 

2022-2023 სასწავლო წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების 60 - კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!

 

მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით!

 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - "მასწავლებელი“, 2022-2023 სასწავლო წელი (საბაზო და საშუალო საფეხური)

 

პროგრამის ხელმძღვანელი: თსუ-ის პროფესორი ქეთევან ჭკუასელი

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 წელი (60 ECTS)

სერტიფიკატი: საბაზო-საშუალო სკოლის მასწავლებელი /ესგ-ის საგნობრივი მიმართულების შესაბამისად/

 

 

მიმართულებები (საბაზო და საშუალო საფეხური)

ქართული ენა და ლიტერატურა

რუსული ენა

ინგლისური ენა

ფრანგული ენა

გერმანული ენა

მათემატიკა

ფიზიკა

ქიმია

ბიოლოგია

გეოგრაფია

ისტორია

სამოქალაქო განათლება

 

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

პროგრამის მიზანი:

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული უფროსი მასწავლებლის კომპეტენციის მქონე პედაგოგების მომზადება, კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის/საგნის სპეციალისტის აღჭურვა პედაგოგიკურ-ფსიქოლოგიური დარგობრივი კომპეტენციებით. პროგრამა უზრუნველყოფს, სტუდენტმა მიიღოს ცოდნა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადი კანონზომიერებების შესახებ და შეძლოს საგნობრივ ცოდნასთან მისი ეფექტიანი ინტეგრირების საშუალებით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება.

 

პროგრამაზე მიღების წინაპირობა:

ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის ბაკალავრი/მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

პროგრამის მოდულის შესაბამისი მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ქულათა 60%-ზე მეტის მოპოვება;

ჩასარიცხი კონკურსის პირობების დაკმაყოფილება.

1.2022-2023 სასწავლო წელს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადა: 

30 აგვისტო-8 სექტემბერი (11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე);

დოკუმენტაციის მიღება - მატერიალური სახით, თსუ მე-3 კორპუსი, ჭავჭავაძის 11, ოთახი 110;

 

2. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება; (ავსებთ ადგილზე)


ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;


გ) ფოტოსურათი ¾, ბეჭდური (2 ცალი, ელექტრონული ვერსია CD-ზე);


დ) ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის    დამოწმებული    ასლი    (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის  უნივერსიტეტის/შესაბამისი  ფაკულტეტის  მიერ,  ხოლო სხვა შემთხვევაში- ნოტარიულად დამოწმებული ასლი;  2022 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);


ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);


ვ)  ცნობა  ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებიდან  საგნის  სწავლების  თაობაზე სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის);


ზ)  ცნობა  ან  სერტიფიკატის  ნოტარიულად  დამოწმებული  ასლი  საგნის  გამოცდის ჩაბარების თაობაზე;

  

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ვერ ესწრება შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ცნობის დამზადება, საბუთების მიღება მოხდება ხარვეზით (ცნობის გარეშე) იმ პირობით, რომ აპლიკანტი მოგვიანებით წარმოადგენს ცნობას. გაითვალისწინეთ, რომ აპლიკანტი, რომელიც მოგვიანებით  არ წარმოადგენს ცნობას, ვერ გააგრძელებს სწავლას აღნიშნულ პროგრამაზე.

 

3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები შემდეგი სახით:

ა) წერითი გამოცდა - 9 სექტემბერი 14:30 სთ.,

მისამართი: თსუ, მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტის ქუჩა №11.


ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება -12 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -13 სექტემბერი (09:00-დან 18:00 სთ-მდე);


დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება- 15 სექტემბერი;

 

ე) საბოლოო შედეგების გამოცხადება - 19 სექტემბერი; 


ვ) ხელშეკრულების გაფორმება - 20-21 სექტემბერი;


ზ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 23 სექტემბერი.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის. N11, ოთახი 110. (ორშაბათი – პარასკევი: 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე;)

ტელეფონი: 568 77 28 74; 593 33 07 78. 

ელ. ფოსტა: mastsavlebeli.pes@tsu.ge ; marika.chapidze@tsu.ge ; megi.esebua@tsu.ge

 

 იხილეთ პროგრამა.

 

მარეგულირებელი დოკუმენტი: რექტორის ბრძანება N:: 250/01-01

https://tsu.ge/ka/legal/45333     

თარიღი: 30/08/2022