საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მასწავლებელთა XIII საუნივერსიტეტო კონფერენცია ,,უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი მართავს მასწავლებელთა XIII საუნივერსიტეტო კონფერენციას ,,უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ - სწავლების აღმზრდელობითი ფუნქციის რეალიზება სკოლაში. 

 

კონფერენცია მიზნად ისახავს დარგში არსებული ცოდნისა და სიახლეების ურთიერთგაცვლის/გაზიარების ხელშეწყობას.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.


კონფერენცია გაიმართება 2024 წლის 30 ნოემბერს ონლაინ ფორმატში. შეხვედრის ბმულს მიიღებთ 29 ნოემბერს ელ.ფოსტის საშუალებით.
 

კონფერენციის მიზანია გამოავლინოს სკოლებში სწავლების აღმზრდელობითი ფუნქციის რეალიზების საუკეთესო პრაქტიკები და შექმნას პედაგოგთა პროფესიული საზოგადოებისთვის მათი გაზიარების შესაძლებლობა.
 

კონფერენციის თემატიკა:

  • ხელოვნური ინტელექტის (AI) ეთიკური ნორმების დაცვით გამოყენება სასწავლო პროცესში;
  • ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების ჩამოყალიბება სასწავლო პროცესში;
  • დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარება სასწავლო პროცესში;

 

ღირებულებები:

  • ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება;
  • კულტურული მრავალფეროვნების დაფასება;
  • დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება;

 

დამოკიდებულებები:

  • კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენებისადმი, მსოფლმხედველობების, შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებისათვის მზაობა;
  • პატივისცემა;
  • მოქალაქეობრივი აზროვნება;
  • პასუხისმგებლობა;
  • თავდაჯერებულობა;
  • გაურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება.

 

უნარები:

  • დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევები;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები;
  • მოსმენისა და დაკვირვების უნარ-ჩვევები;
  • ემპათია;
  • მოქნილობა და შეგუების უნარი;
  • ენობრივი, კომუნიკაციური და მრავალენობრივი უნარები;
  • თანამშრომლობის უნარ-ჩვევები;
  • კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევები;

 

ცოდნა და კრიტიკული გააზრება:

საკუთარი თავის შეცნობა და კრიტიკული გააზრება;

ენისა და კომუნიკაციის ცოდნა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება;

მსოფლიოს (პოლიტიკის, კანონის, ადამიანის უფლებების, კულტურის, კულტურათა, რელიგიის, ისტორიის, მედიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების) შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება.

 

სამუშაო ენა:

ქართული ენა

 

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება - 15 წუთი;

მსჯელობა - 10 წუთი;

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

თეზისების გაგზავნის ვადა: 2023 წლის 20 ნოემბერი

კონფერენციის ელექტრონული ფოსტის მისამართი: pedconference@tsu.ge

კონფერენციაზე მომხსენებლად დაშვების შეტყობინება: 2023 წლის 25 ნოემბერი

 

თეზისების გაფორმების წესი:

აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად ინფორმაციას:

წარმოდგენილი სასწავლო-სააღმზრდელო აქტივობების შესაბამისობა სასკოლო სასწავლო გეგმასთან;

განხორციელებული სასწავლო-სააღმზრდელო აქტივობების მიზნობრიობა და მიღწეული შედეგები;

განხორციელებული სასწავლო-სააღმზრდელო აქტივობების განხორციელების ეტაპები;

ფონტი: Sylfaen

ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)

ასევე, აბსტრაქტში თავფურცლის სახით მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

- სახელი და გვარი (პირადობის მიხედვით);

- ორგანიზაციის დასახელება, რომელშიც მუშაობთ და დაკავებული თანამდებობა;

- მოხსენების სათაური;

- ელექტრონული ფოსტა;

- მობილური ნომერი;

 

საკონტაქტო ფოსტა: pedconference@tsu.ge

თარიღი: 01/11/2024