საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე .

 

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).


2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

(ბრძ. №174/01-01, 31.07.2023)

  • მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 21-30 აგვისტო;
  • გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) – 4 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 4 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 5 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;
  • გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) – 5 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  11 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13 -14 სექტემბერი;
  • გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
  • გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 18 სექტემბერი;
  • აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 18 სექტემბერი;
  • ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -  20-22 სექტემბერი;
  • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.

 

თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

 

აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა ატვირთოთ 21-30 აგვისტოს, შესაბამისი ფაკულტეტის ელექტრონულ მისამართზე. 

20-22 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში),  იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული), მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ ფაკულტეტზე.

 

  • განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2023 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  •  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის  ასლი;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი/ სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

 

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად,  ფაკულტეტების მიხედვით,  შემდეგ მისამართებზე: (მისამართები გააქტიურდება 21 აგვისტოს).

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

იურიდიული ფაკულტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

ფორმის შესავსებად გაიარეთ ავტორიზაცია Gmail-ის მეშვეობით.

რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -  საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 2330): თამარ თათრიშვილი 577737387.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ.:  2 25 04 84 (შიდა 1734 ).

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 6224; 6238); მედიკო უშარაული 577 72 02 96.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ელისო კვირიკაშვილი,ტელ: 551 98 01 52.

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი) -   საკონტაქტო პირი: ტელ: 2507177.

იურიდიული ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: 225 04 84 (შიდა 2230). გიორგი აბულაძე 551 10 92 16.

მედიცინის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ.: 2 25 04 84  (შიდა 1921 ), საკონტაქტო პირი : ციალა გიორგაძე, ტელ: 595 929 385.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 3222; 3224). 

თარიღი: 05/09/2023