მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.
მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები:
(ბრძ. №207/01-01, 22.07.2024) https://tsu.ge/ka/legal/49966
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია) - 30 აგვისტო-6 სექტემბერი;
ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) – 6 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 7 სექტემბერი 13:00 საათამდე;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
ვ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება)- 9 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი 13:00 საათამდე;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 11 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13-14 სექტემბერი;
ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;
მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება–17 სექტემბერი 13:00 საათამდე;
ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი;
ო) გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) - 18 სექტემბერი. (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 13-14 სექტემბერი);
პ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 20-23 სექტემბერი;
ჟ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: https://uni-can.tsu.ge/login?returnUrl=%2F
(მისამართი გააქტიურდება 30 აგვისტოს)
თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა ატვირთოთ (30 აგვისტო - 6 სექტემბერი) ელექტრონულ მისამართზე. 20-23 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში) იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული) მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ შესაბამის ფაკულტეტზე.
ა) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;
ბ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი(თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის- უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2024 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
დ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი);
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 2330); თამარ თათრიშვილი 577737387.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ.: 2 25 04 84 (შიდა 1734 ).
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 6224; 6238); მედიკო უშარაული 577 72 02 96.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ელისო კვირიკაშვილი,ტელ: 551 98 01 52.
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი) - საკონტაქტო პირი: ტელ: 2507177; 225 04 84 (შიდა 104).
იურიდიული ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: 225 04 84 (შიდა 2230). თამარ თაკალანძე 557 45 43 13.
მედიცინის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: თამარ ლეკაშვილი, ტელ: 555 32 32 00.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 3224).