საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია თსუ-ში

მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე მსოფლიო გლობალურ პოლიტიკაში ჩინეთის როლს მიეძღვნა კონფერენცია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.  ღონისძიების ორგანიზატორი ჩინეთის საელჩო და აგრეთვე, ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრი იყვნენ.

 

კონფერენციას დაესწრნენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი,  თსუ სინოლოგიის მიმართულების სტუდენტები.  ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა წაიკითხეს მოხსენებები ჩინეთის როლსა და ადგილზე მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე.

 

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჭოუ ციენის თქმით, „კონფერენცია ეძღვნება მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების 80-წლისთავს. აუცილებელია ასეთი კონფერენციის გამართვა იმისათვის, რომ შევახსენოთ ხალხს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა ჩვენი ქვეყნებისთვის. ისტორიას გავიხსენებთ როგორც გაკვეთილს და უფრო დავაფასებთ მშვიდობას.“

 

ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრის დირექტორის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ევროპულმა და პოსტსაბჭოთა საზოგადოებამ ნაკლებად იცის იმ ომის შესახებ, რომელსაც ჩინეთი აწარმოებდა აღმოსავლეთში მეორე მსოფლიო ომში. დღევანდელი კონფერენციით ჩვენ ვცდილობთ ეს მოვლენა უფრო მეტმა ხალხმა გაიგოს.“

 

 თსუ-ში 2007 წლიდან არსებობს აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის მიმართულება, რომელიც ფუნქციონირებს ძირითადი საბაკალავრო პროგრამების ფორმატში - სინოლოგიის და იაპონისტიკის მიმართულებით. უნივერსიტეტში ჩინური ენა 2003 წლიდან ისწავლება. თსუ სტუდენტები წლების მანძილზე გადიან გრძელვადიან სტაჟირებას ჩინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში.

თარიღი: 25/09/2025