საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კლევერინგას ლექცია თსუ-ში

ლეიდენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) პროფესორმა, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის მსოფლიოში აღიარებულმა ექსპერტმა ნილს ბლოკერმა, თსუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექცია „გაეროს 80: გაერთიანებული ერების ხელახალი ერთიანობისაკენ 21-ე საუკუნეში“ ჩატარდა „კლევერინგას ლექციათა ციკლის“ ფარგლებში, თსუ იურიდიული ფაკულტეტის, ლეიდენის უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს თანამშრომლობით.

 

ღონისძიებას დაესწრნენ ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი, თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

 

„კლევერინგას ლექციები“ მიზნად ისახავს პროფესორ რუდოლფ კლევერინგას ხსოვნის პატივისცემას. 1940 წლის 26 ნოემბერს, ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში, კლევერინგამ საჯარო გამოსვლით გააპროტესტა ებრაელი პროფესორ-მასწავლებლების, მათ შორის მისი კოლეგის მაიერსის, სამსახურიდან გაშვება. ამ საქციელის გამო ის მალევე დააკავეს, ხოლო მისმა სიტყვამ სტუდენტური გაფიცვა გამოიწვია. უნივერსიტეტი ნაცისტების ბრძანებით დაიხურა და მთელი ომის განმავლობაში დახურული დარჩა.

 

ამ ისტორიული მოვლენების აღსანიშნავად, ლეიდენის უნივერსიტეტის ფონდმა დააწესა „კლევერინგას ლექციების“ ტრადიცია, რომელიც ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტში.

თარიღი: 19/11/2025