1-3 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კავკასიის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში“ ჩატარდება, რომელიც მის დამაარსებლის, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის პროფესორ ომარ მუკბანიანის ხსოვნას და მისი დაბადებიდან 75-ე წლისთავს ეძღვნება.
დამატებითი ინფორმაცია სიმპოზიუმის მიმდინარეობის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
სიმპოზიუმი ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტი № MG-ISE-23-172).