საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია დაზღვევის შესახებ

      გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგს შორის (მისამართი ქ. თბილისი მ. კოსტავას ქუჩა N67) შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში თსუ საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, თსუ ემერიტუსები, ასევე ზოგიერთი შტატგარეშე თანამშრომელი 2025 წლის 9 თებერვლიდან 2026 წლის 8 თებერვლის ჩათვლით ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით. მომსახურების (საბაზისო პაკეტი) საფასურის (55,75 ლარი) ანაზღაურება ხორციელდება თსუ ბიუჯეტიდან.

 

     თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ, გაიუმჯობესონ მომსახურება პირადი განცხადების საფუძველზე სათანადო თანხის დამატებით (+25 ,,გაუმჯობესებული პაკეტი 2“    +45 ლარი ,,გაუმჯობესებული პაკეტი 1“). აღნიშნული თანხა დაიქვითება ხელფასიდან.

 

    შტატგარეშე თანამშრომლებს, ასევე დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის  პერსონალს შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით, რისი თანხაც (არჩეული პაკეტის შესაბამისად  55,75 ლარი, 80,75 ლარი, ან 100,75 ლარი ) დაიქვითება ხელფასიდან.

 

    უნივერსიტეტის თანამშრომლებს (როგორც საშტატო თანამდებობაზე დასაქმებულებს, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებს) საშუალება ეძლევათ, დააზღვიონ ოჯახის წევრები (მეუღლე 70 წლამდე, შვილები/გერები 18 წლამდე, მშობლები, და-ძმა 65 წლამდე),  ამ შემთხვევაშიც  შესაბამის თანხას იხდის მსურველი - თსუ თანამშრომელი. ამასთან თანამშრომელი და მისი ოჯახის წევრი (წევრები) ეზღვევიან ერთი და იგივე პაკეტით. მეუღლის და 18 წლამდე შვილ(ებ)ის დაზღვევა ხდება საოჯახო პაკეტით განსაზღვრული პრემიის გადახდის სანაცვლოდ, 2 ან მეტ წევრიანი ოჯახის დაზღვევის საფასური შეადგენს   178.40 ლარს საბაზისო პაკეტის არჩევისას, 258,40 ლარს ,,გაუმჯობესებული პაკეტი 2“ -ის არჩევის, ხოლო 322,40 ლარს ,,გაუმჯობესებული პაკეტი 1“ -ის   არჩევის შემთხვევაში.

 

    ჩამოთვლილი მომსახურების მისაღებად განცხადებები მიიღება თსუ კანცელარიაში (როგორც მატერიალურად, ასევე ელექტრონულად კანცელარიის მეილზე  chancellery@tsu.ge) 2025 წლის 20 იანვრიდან 25 თებერვლის ჩათვლით.  (2025 წლის 20 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით  შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება 2025 წლის 9 თებერვლიდან. 2025 წლის 31 იანვრიდან 25 თებერვლის ჩათვლით შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება 2025 წლის 9 მარტიდან). განცხადებასთან ერთად თანამშრომლებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობის ასლი;  ოჯახის წევრების დაზღვევის შემთხვევაში – ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტების (მეუღლის დაზღვევის შემთხვევაში ქორწინების ან ჯვრისწერის მოწმობა, შვილის დაზღვევის შემთხვევაში - შვილის დაბადების მოწმობა) ასლები. იმ თანამშრომლებს, რომლებსაც გასულ წლებში (2019 წლიდან) დაზღვეული ჰყავდა ოჯახის წევრები და წარმოდგენილი აქვთ ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - ამჯერად მათი  წარმოდგენა აღარ ევალებათ.

 

მომსახურების მისაღებად დაზღვეულებმა უნდა დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე - (+995 32)  2 505 111

 

P.S. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ხელშეკრულება (დანართი). დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ია ბაღაშვილს  (577 588 205).

თარიღი: 20/01/2025