საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია აკადემიური საბჭოს წევრთა 2024 წლის 9 ივლისის არჩევნებზე დამკვირვებელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით

 

მოგეხსენებათ, აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართება 2024 წლის 9 ივლისს.

 

აქვე, გაცნობებთ, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო პროცესში ისარგებლონ დამკვირვებლის სტატუსით. ასევე, საარჩევნო სუბიექტს (აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატს) შეუძლია ჰყავდეს წარმომადგენელი.

 

ამისათვის, დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრე მიმართონ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

 

ფიზიკურ პირს, რომელსაც სურს განახორციელოს დაკვირვება, უფლებამოსილია მიმართოს საარჩევნო კომისიას განცხადების საფუძველზე პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლის თანდართვით.

 

იურიდიული პირის დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისათვის საჭიროა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანდა სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის განაცხადს თან ერთვოდეს განცხადების წარდგენამდე 10 დღის ვადაში განახლებული ამონაწერი, გაცემული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. ასევე, იმ პირის/პირთა მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომლებიც ორგანიზაციის სახელით დაკვირვებას განახორციელებენ.

 

საარჩევნო სუბიექტის (აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატის) წარმომადგენლის რეგისტრაცია ხორციელდება საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კომისიის სახელზე წერილობითი განცხადების საფუძველზე წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლის თანდართვით.

 

პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:

ა) ასარჩევი კანდიდატი;

ბ) ადმინისტრაციული პერსონალის წევრი;

გ) იმ ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.

 

დამკვირვებლად რეგისტრაციის მსურველებმა, ასევე აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა წარმომადგენლის რეგისტრაციის მიზნით, განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად (აუცილებლობის შემთხვევაში) უნდა წარადგინონ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ-ის I კორპუსი, ოთახი N114.

 

ფიზიკური პირის დამკვირვებლად რეგისტრაციის ფორმა

იურიდიული პირის დამკვირვებლად რეგისტრაციის ფორმა

თარიღი: 01/07/2024