თსუ-ში წარმატებით განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტი – „თსუ ICT საგანმანათლებლო-ინდუსტრიულ-სამეცნიერო ჰაბი“, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა უნივერსიტეტის ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო პოტენციალი.
ჰაბის ფარგლებში შეიქმნა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს:
მაღალწარმოებად სამუშაო სადგურებს (Workstation) – დიდი მონაცემების დამუშავებისა და მანქანური სწავლებისთვის;
ქსელურ ინფრასტრუქტურას სერვერით – ღრუბლოვან რესურსებზე ეფექტიანი წვდომისთვის;
ვიდეოლექციების ჩამწერ თანამედროვე სტუდიას (All in One) – „ერთი ღილაკის“ ფუნქციით;
ვიდეოკონფერენციისთვის სრულად აღჭურვილ მაღალტექნოლოგიურ სივრცეს;
პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებითაც:
განახლდა და აკრედიტაცია მიიღო ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამამ „კომპიუტერული მეცნიერება“;
შემუშავდა და აკრედიტაციისთვის მომზადდა ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“.
ასევე, შემუშავდა:
ინკლუზიურობის განხორციელების გეგმა ICT სფეროში;
სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების სახელმძღვანელო;
კომპიუტერული მეცნიერების სწავლების გზამკვლევი უმაღლესი სასწავლებლებისთვის;
პროექტი განხორციელდა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მხარდაჭერით.