საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სამეცნიერო ფესტივალზე - განათლება და მეცნიერება რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო ფესტივალში – „განათლება და მეცნიერება რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

 

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა განათლებისა და მეცნიერების ურთიერთკავშირის გაძლიერება და მათი ერთობლივი პოტენციალის გამოყენება რეგიონული განვითარების ხელშეწყობისათვის.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და კახეთის რეგიონის წარმომადგენლები.

 

უნივერსიტეტის ეზოში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო მიღწევები და ინოვაციური პროექტები – როგორც კვლევითი, ისე პრაქტიკული მიმართულებით.

თარიღი: 16/10/2025