საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ წარმომადგენლები პროექტის "ქიმია ჩვენს ირგვლივ" ფარგლებში ბათუმსა და ქობულეთში

16-18 მაისს, თსუ აკადემიური პერსონალის ორგანიზებითა და მონაწილეობით,  ბათუმსა და ქობულეთში  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი  გრანტის SPG-23-527 ის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. მასში აქტიურად მონაწილეობდნენ ბათუმისა და ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლის (მათ შორის უკრიანელი) მოსწავლეები. ღონისძიების ორგანიზებაში, რომელიც ხუთ ლოკაციაზე ჩატარდა, აქტიური მონაწილეობა მიიღეს  ბათუმის უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის თანამშრომლებმა, პროფესიულმა კოლეჯმა "ახალი ტალღა", ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ, აგრეთვე უკრაინის დიასპორის ხელმძღვანელმა ნატალია მიროშნიჩენკომ.

 

აღნიშნული ღონისძიება დაეხმარება მოსწავლეებს სასკოლო პროგრამის დაძლევაში და სტიმულს მისცემს მომავალი პროფესიის არჩევაში.  ჩატარდა სახალისო ლექცია და ექსპერიმენტები ქიმიაში, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი  მოსწავლეები. მსგავსი ექსპერიმენტები აადვილებს ბავშვებისათვის ქიმიის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებას და მიუხედავად ქიმიური არსის ჯერ არ ცოდნისა, პრაქტიკული მაგალითებით  აჩვევს ბავშვს სხვადასხვა მოვლენა მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან დააკავშიროს.  ამავე მიზანს ემსახურება სახალისო ექსპერიმენტები: „ლიმონის ტარტალეტკები“, „სპილოს ეშვები“ (ქიმიური ტორტი), „ვულკანი“, „ფარაონი“ და სხვა.  გაიმართა ასევე კონკურსი ქიმიური  კროსვორდის შევსებაში. გამარჯვებულებს გადაეცათ  სამახსოვრო სუვენირები.

თარიღი: 20/05/2024