საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში დრონების პილოტირების შემსწავლელი კურსი დასრულდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრმა საქართველოს უპილოტო ტექნოლოგიების ასოციაციასთან თანამშრომლობით წარმატებით დაასრულა FPV დრონების პილოტირების შემსწავლელი კურსი, რომელიც სტუდენტებს უპილოტო საფრენი აპარატების ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შეძენას სთავზობს.

 

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს როგორც თეორიული საფუძვლები, ასევე, პრაქტიკული ნაწილი.

 

კურსდამთავრებული სტუდენტები შეძლებენ დამოუკიდებლად მართონ FPV დრონი, დიაგნოსტირება გაუკეთონ ტექნიკურ პრობლემებს და მონაწილეობა მიიღონ კონკურსებსა და ინოვაციურ პროექტებში.

 

კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა საქართველოს უპილოტო საფრენი აპარატების ფედერაციის საფრენ ბაზაზე, სადაც კურსდამთავრებულებმა მიიღეს სერტიფიკატები. ცერემონია დასრულდა საჩვენებელი ფრენებით, რომელზეც სტუდენტებმა პრაქტიკაში წარმოაჩინეს შეძენილი უნარები.

 

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს უპილოტო ტექნოლოგიის ასოციაციის წარმოიმადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.

 

თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი აგრძელებს დრონების ლაბორატორიის განვითარებას და ამ კუთხით საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებას, რათა სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა უახლეს ტექნოლოგიებსა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე.

თარიღი: 26/09/2025