საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ საუნივერსიტეტო ჰიმნის ტექსტის შექმნისთვის კონკურსს აცხადებს

თსუ საუნივერსიტეტო ჰიმნის ტექსტის შექმნისთვის კონკურსს აცხადებს. საკონკურსო განაცხადების მიიღება 14-დან 26  ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

მნიშვნელოვანია, რომ ჰიმნის ტექსტი იყოს საუნივერსიტეტო თემატიკაზე და არ აღემატებოდეს სამ კუპლეტს, იყოს სტილისტურად გამართული და ითვალისწინებდეს ქართული ლექსიკის ნორმებს. არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას დისკრიმინაციისა და ძალადობისკენ, ასევე, სარეკლამო ნიშნებს.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც უფლება აქვს, წარმოადგინოს ერთი ან ერთზე მეტი ტექსტი. სასურველია ტექსტი შეიცავდეს სიტყვებს: ,,თავისუფლება“, ,,დედა უნივერსიტეტი“, ,,ცოდნა“. საუნივერსიტეტო ჰიმნის კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე შეირჩევა ჰიმნისთვის ტექსტი (ლექსი), ხოლო მეორე ეტაპზე მუსიკა.

 

კონკურსში გამარჯვებულისათვის დაწესებულია ფულადი ჯილდო  3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. 

საკონკურსო განცხადებების მიღება მისამართზე: ი. ჭავჭავაძის N1, თსუ I კორპუსი, ოთახი 114, ან ელექტრონულ ფოსტაზე: Chancellery@tsu.ge

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ

თარიღი: 14/06/2023